http://blogroll.ge/?x=

http://blogroll.ge/?x=c98ky96s3m

Tuesday, August 24, 2010

2003 წელს ბარსელონას პრეზიდენტი ხუან ლაპორტა გახდა. ის მოვიდა კლუბში ახალი პროექტით და მოკლე დროში გუშემატკივრების ოცნება რეალობად აქცია. იმ ზაფხულს კლუბმა რამდენიმე ფეხბურთელი შეიძინა. სწორედ ისინი გახდნენ ბარსელონას გამარჯვებების მთავარი შემოქმედნი. ამ ფეხბურთელებს შორის იყო მხიარული ბრაზილიელი ბიჭუნა - რონალდო დე ასის მორეირა - უბრალოდ რონალდინიო გაუჩო. კლუბში გადმოსვლის წუთებიდანვე დაიპყრო ქომაგტა გულები. "დიახ, მე მოვედი აქ რათა დავდგე რომარიოს და რივალდოს გვერდით. ჩემი ოცნება იყო აქ თამაში, მაგრამ ახლა ჩემი ოცნებაა ვაქციო "ბარსა" მსოფლიოს საუკეთესო კლუბად"–განაცხადა გაუჩომ პრეზენტაციაზე, როდესაც ათასობით ბავშვი მის გამაბრუებელ ფინტებს უყურებდა. შემდეგ იყო დაუვიწყარი წუთები სანტიაგო ბერნაბეუზე. მადრიდული პუბლიკა ფეხზე ამდგარი უკრავდა ტაშს ბრაზილიელის მიერ დადგმულ სპექტაკლს.

2005 წელს რონალდინიო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ალბათ 2005-2006 წლების სეზონი საუკეთესო ოყო გაუჩოსთვის. მან ჩემპიონთა ლიგა მოიგო და კიდევ ერთხელ დაასახელა ფიფამ მსოფლიოს საუკეთესოდ.

შემდეგ კი იყო ორი საშინელი სეზონი. თითქოს გუნდი კარგად თამაშობდა, თუმცა წლის ბოლოს მაინც უტიტულოდ რჩებოდა. 2006 წლის წარუმატებელი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ რონალდინიო შეიცვალა. პრესაც აუმხედრდა. 2008 წლის ზაფხულში კი გაუჩოს ტრანსფერს მილანი გამოეხმაურა და მანაც ამ კლუბის ფორმა მოირგო. 
მართალია ძველებურად ვეღარ თამაშობს, მაგრამ მისი ბურთთან შეხება ისევ აღფრთოვანებას იწვევს ხალხში.
ახლა კი, 2010 წელს, ორ წლიანი განშორების შემდეგ რონალდინიო ნოუ კამპს უბრუნდება. ხვალ, 25 აგვისტოს ბარსელონა მილანს დაუპირისპირდება გამპერას თასისთვის ბრძოლაში.
ეს კი რონალდინიოს ღია წერილია. ამის წაკითხვის შემდეგ მე გული ნამდვილად ამიჩუყდა, თქვენი არ ვიცი :)

ეს წერილი ყველასთვისაა: ფანებისთვის, კლუბის ბოსებისთვის, მწვრთნელებისთვის, ფეხბურთელებისთვის, მეგობრებისთვის. რაც მთავარია, ამ ხალხს ერთი რამ აერთიანებს, "ბარსელონა".

"პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს ჩემი გამოსამშვიდობებელი განცხადება არ არის. როგორც ყველამ იცით, მე სახალხოდ ხშირად და დიდხანს არ ვსაუბრობ, მაგრამ მინდა ამ შემთხვევით ვისარგებლო და ყველა თქვენთაგანს დიდი მადლობა გადავუხადო იმ ყველაფრისთვის, რაც 'ბარსაში" ყოფნის 5 წლის განმავლობაში ერთად გადაგვხდა თავს. რა თქმა უნდა, ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო 5 წელიწადი გამოდა ორმაგად: პროფესიონალურად და პერსონალურადაც. მართლაც რომ ძალიან ბევრი კარგი რამის გახსენება შემიძლია იმ ხუთწლეულიდან. არ მიყვარს გამომშვიდობებები და მირჩევნია ჩავთვალო, რომ ეს არის შანსი, კიდევ ერთხელ შევხვდე ჩემს ძველ მეგობრებს და უფრო მეტიც, შევიძინო ახალი ნაცნობები. "ნოუ კამპზე" დაბრუნება ჩემითვის განსაკუთრებული რამაა. ის ყოველთვის იქნება ჩემთვის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონი. ზუსტად იქ მე შევძელი საკუთარი თავის საუკეთესოდ წარმოჩენა და ასევე, შევძელი ამით გამეხარებინა "ბლაუგრანელი" ფანები. ;უდიდესი სიყვარულით გკოცნით მთელ "ბარსას" ოჯახს, განსაკუთრებით კი სანდრო როსელს.
თქვენი რონალდინიო."

მის სამყარო 2010

   გუშინ, 23 აგვისტოს ლასვეგასში მის სამყაროს კონკურსი გაიმართა. 25 რჩეულ გოგონაში მოხვდა ქართველი ნანა გოგიჩაიშვილი, თუმცა ამას იქით საქმე აღარ წასულა. გამარჯვებული კი 22 წლის მექსიკელი ხიმენა ნავარეტი გახდა. პირველი ვიცე მისის ტიტული იამაიკელ ენდი ფილიფს ერგო, მე-2, მე-3 და მე-4 ადგილებზე შესაბამისად ავსტრალია, უკრაინა და ფილიპინები გავიდნენ. მის კონგენიალურობა ავსტრალია გახდა, მის ფოტოგენურობა და საუკეთესო ეროვნული კოსტუმი კი ტაილანდი.
   ახლა კი გთავაზობთ მის სამყარო 2010-ის ფოტოებს.









Sunday, August 22, 2010

ჩვენ ეს შევძელით!!!


ამ ფინალის წინ, ყოველთვის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი მახსენდებოდა. განმეორებითი მატჩის წინ ანალოგიური სიტუაცია იყო. წაგებული გვქონდა 3:1 და შემდეგი თამაშის იმედად ვიყავით. მაშინ ასე არ მოხდა, მოვიგეთ, მაგრამ მხოლოდ 1:0. ეს კი ფინალში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. ახლა კი სიტუაციის გამოსწორება შევძელით. ლეო მესის ჰეთთრიკი, პედროს შესანიშნავი თამაში(რამაც სევილიელების ავტო გოლი გამოიწვია) გუნდის დამაჯერებელი მოქმედებები და ისტორიაში მეცხრედ ბარსელონამ ესპანეთის სუპერ თასი აღმართა. ბედნიერი იყო როსელი, სულ რამდენიმე კვირაა პრეზიდენთია და უკვე პირველი ტიტული მოიგო გუნდმა (თუმცა ამ თასის მოგებაში მას დიდი წვლილი ნამდვილად არ მიუძღვის). კარგი დებიუტი ჰქონდა ვილიას. ამ თამაშში ნათლად გამოჩნდა თუ რამხელა ძალაა ბარსელონა. მესიმ ისე ითამაშა, თითქოს არც ეთამაშოს მსოფლიო ჩემპიონატზე. გამიხარდა, რომ დეპრესიიდან გამოვიდა. მოკლედ გუნდი დაბრუნდა და დაბრუნდა გამარჯვებული.
 25 აგვისტოს კამპ ნოუ მილანს უმასპიძლებს. რონალდინიო ბარსელონას უბრუნდება. ლაპორტას უნდოდა მისთვის გაცილება მოეწყოთ, იმედია ამას როსელი გააკეთებს. ჩემთვის მძიმე იქნება გაუჩოს ნახვა ნოუ კამპზე მილანის ფორმით, თუმცა ვიცი ოდესმე ის დაბრუნდება.
 29 აგვისტოს კი პრიმერა დივიზიონი იწყება. ეს იქნება ყველაზე დაძაბული სეზონი ჩემპიონატის არსებობის ისტორიაში.
 თუმცა მანამდე დიდი დროა. ახლა კი მინდა ამ წუთებით ვისიამოვნო. კიდევ ერთი თასი მოვიგეთ. კიდევ ერთი:> იმედია სეზონის ბოლოს კიდევ სამი ტიტულის მოგებას მოგილოცავთ. :)
ახლა კი გთავაზობთ თამაშის ამსახველ სურათებს.

Friday, August 20, 2010

სიზმარში ნაპოვნი ბედნიერება

გაგრძელება
 მთელი ღამე მოუსვენრად გავატარე. თითქმის არ მძინებია. ამიტომ მზეს დავასწარი და პირველმა შევხედე დედამიწას. აი გაბრაზებული სხივიც გამოჩნდა. ბრაზობს მზე, ალბათ ისევ ჩემზე.
 დრო გადის, ის კი არ ჩანს. დღე იწურება, მზეც მიდის და ამაყად მიყურებს. ნუთუ მართლა ვეღარასდროს ვნახავ? ნაპირზე არავინ ჩანს და მეც გადავწყვიტე ტალრებს გავყვე. თუმცა, მოიცა.. ის გამოჩნდა. რა ბედნიერი ვარ. სწრაფი ნაბიჯით მოდის. ტალღებს შეერწყა და მეც ჰოპ..და მის თვალებში ვარ.
დამინახა.
 -გამარჯობა აკვა.
 -გაგიმარჯოს ...
 -მილიმი, მილიმი მქვია.
 -მი-ლი-მი.. არაფერი მითქვამს, მაგრამ მიხვდა რომ არ მომეწონა.
 -არ მოგწონს, ხომ? გეტანხმები, ცივია. ჩემი ცხოვრებაც ძალიან ჰგავს ჩემს სახელს, ისიც ცივია და უსიცოცხლო.
 -მილიმ, რატომ ტიროდი?
 გამიღიმა -არ ვიცი, ალბათ იმიტომ რომ ბედნიერი არ ვარ.
 -ბედნიერი? როგორ მივხვდე, რომ ბედნიერი ვარ?
 -როცა ყველაფერი გიხარია, იცინი, გვერდით საყვარელი ადამიანები გყავს და სიხარულს განიცდი ესეიგი ბედნიერი ხარ.
 -ანუ, მე ბედნიერი ვარ.
 იცინის. -რა საყვარელი ხარ.
 -მართლა? მაშინ დარჩი ჩემთან და შენც ბედნიერი იქნები.
 -არ მოგბეზრდები?
 -არა, მსიამოვნებს შენთან ყოფნა.
 -კარგი, მაგრამ იცოდე, სამყარო ცემი თვალებით არც ისეთი ლამაზი ჩანს, როგორც გგონია.
 -მე ყველაფრისთვის მზად ვარ, მილიმ.
შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. სამყარომართლაც არ აღმოჩნდა ისეთი ლამაზი და კეთილი როგორც მეგონა. ჩემი ცხოვრება შეიცვალა. ახლა უფრო ხშირად იცინოდა, თვალებიც უბრწყინავდა და როგორც თვითონ ამბობდა ბედნიერი იყო. თუმცა ხანდახან ვხედავდი როგორ ტიროდა. მილიმს წარსულზე საუბარი არ სურდა და მეც ჩუმად ვიყავი.
 ბოლოს ყველაფერი შეიცვალა. მილიმი მართლაც ბედნიერი იყო.
 -აკვა, შენ მე შემცვალე. მე ახლა ისეთივე ბედნიერი ვარ, როგორც შენ.
 -მიხარია, მილიმ.
 -იცი აკვა, მინდა მთელი ცხოვრება ჩემთან იყო, აქ ჩემს თვალებში.
 -ეს მეც მინდა მილიმ, მაგრამ არ შემიძლია. დროა ზღვას დავუბრუნდე. მე შენს მოგონებებში დავრჩები.
 -კი მაგრამ აკვა. მე არ მინდა რომ წახვიდე.
 -ეს გარდაუვალია მილიმ. თუ მართლა ასე გიყვარვარ, პირობა მომეცი, რომ აღარ შეიცვლები. ასეთი ბედნიერი იყავი. მე ეს უფრო გამიხარდება.
 -კარგია აკვა, გპირდები.
 -მილიმ...
ეს რა ხდება? ვირაც იძახის, მილიმ, მილიმ ჯერ არ გაიღვიძო.
 გაიღვიძა, ვერ ხვდება რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო, თუმცა ვიცი პირობას შეასრულებს და ისეთივე ბედნიერი იქნება როგორც სიზმარში. მე კი ზღვას დავუბრუნდები. ვინ იცის, იქნებ კიდევ ვნახო, ან სხვას დასჭირდეს დახმარება. მანამდე კი, მშვიდობით...

Thursday, August 19, 2010

სიზმარში ნაპოვნი ბედნიერება

ჩავიძირე ლურჯ თვალებში. ცურვა არ ვიცოდი, ხოდა ხმა გავიგონე. ნუ გეშინია, არ ჩაიძირები, გაცურეო. მეც შევასრულე უცნობის ბრძანება და მართლაც გამომივიდა. ახლა აღარ ვიძირები, ვცურავ და მსიამოვნებს. ხო, ისე აქედან მზესაც ვხედავ, თვითონაც მხედავს და მწვავს, ნუ ხარ ჩემზე ლამაზიო. 
სიმართლე რომ ვთქვა, მარტო ცურვა არ მსიამოვნებს. დავუღიტინებ, იქნებ ისიც ჩამოვიტყუო. უი :>,  ცურვა არც მას სცოდნია. რას მიშვრები, არ დამღუპოვო, მეუბნება. რა სასაცილოა და თან საყვარელი. მგონი დროა დაველაპარაკო.
 -გამარჯობა.
დაბნეული იყურება, შემდეგ კი მე მამჩნევს.
 -გაგიმარჯოს. მანდ რას აკეთებ?
თავის თვალებზე მიმითითებს.
 -ცურვას ვსწავლობ. სრული სერიოზულობით ვუპასუზე. აშკარად გაუკვირდა.
 -იცი, გასართობად არ მცალია.
 -მე არ ვერთობი. მომწონს შენი თვალები. ლურჯია, წყნარი, ბრწყინავს, მზეც ჩანს.
 -მართლა მოგწონს?
 -კი ნამდვილად. ვაი, ეს რა არს?
 -ეს? არ ვიცი, ალბათ ცრემლი.
და მე დავინახე როგორ აღელდა ზღვა. ტალღამ გადამიარა და მეც მარილიანი წყლით ამევსო პირი, თუმცა ეს უფრო თბილი იყო, ვიდრე ოდესმე.
 -მე შენი სახელიც არ ვიცი, შენ კი უკვე ნახე როგორ ვტირი.
 -მე აკვა მქვია.
 -აკვა? ლამაზი სახელია.
 -კი, მამამ დამარქვა, აკვა მარინი.
 -მომწონს შენთან საუბარი, თუმცა ალბათ დროა წახვიდე.
 -არ..
მან თვალზე ხელი მოისვა და მეც ისევ ცივ, მარილიან ზღვაში აღმოვჩნდი.
ალბათ ჰგონია სამუდამოდ მომიშორა, თუმცა ხვალ ისევ გავცურავ მის თვალებში.

Wednesday, August 18, 2010

გამარჯობა!!!


დიდი ხანი ვწვალობდი blogspot-ზე ახალი პროფილი გამეხსნა და როგორც იქნა მოვახერხე. მოკლედ ძალიან მინდა მე და ჩემს მეგობრებს საკუთარი აზრის გაზიარება შეგვეძლოს თქვენთვის და ეს საიტი ამის საშუალებას მოგვცემს.საუბარი გვექნება ნებისმიერ თემაზე. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. ასევე ჩვენს ფანტაზიასაც მივცემთ გასაქანს. იმედი მაქვს თანდათან გავიზრდებით და მკითხველიც გვეყოლება.