http://blogroll.ge/?x=

http://blogroll.ge/?x=c98ky96s3m

Saturday, September 4, 2010

ვინ ''განაგებს'' ბლოგსფეროს, ანუ თვითმარქვია ბლოგერები

  არ ვიცი ამ პოსტს ბევრი ბლოგერი წაიკითხავს თუ არა, მაგრან ეს დიდად არ მაინტერესებს. blogroll-ზე დარეგისტრირების დღიდან მაწუხებს კითხვა: ნაცნობობით იწერება აქ შეფასებები, თუ ვინმე სერიოზულად კითხულობს და ობიექტურად აფასებს ნაწერებს? ალბათ ამ კითხვაზე პასუხი ბევრს არ ექნება და თუ ვინმემ იცით, კომენტარებში დაწერეთ. კიდევ ერთი, მაინტერესებს რატომ ეკიდებით ახალ ბლოგერებს აგდებულად? რატომ თრგუნავთ მათ, თითქოს ისინი მხოლოდ იმიტომ წერენ პოსტებს, რომ ბლოგერობა მოდაშია. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ახალი ვარ და ჩემი ბლოგი მოდის გამო არ შემიქმნია. ყველას აქვს უფლება საკუთარი აზრი გამოთქვას და მათ დაბლოკვას ნუ შეეცდებით. ბლოგსფერო თქვენთვის არავის გადმოუცია სამართავად (ყველა ნუ მიიღებთ საკუთარ თავზე). ასე რომ მორჩით ზე აზრების ფრქვევას.

P.S. ბოდიშს ვუხდი ამ პოსტისთვის ყველას, ვისაც ეს არ ეხება. გული შემტკივა ყველაზე და გირჩევთ საკუთარ თავთან იყოთ მართლები. ეს თქვენს ბლოგზეც აისახება.

P.S.S აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩემი ბლოგი ასეთი არეული აღარ იქნება და მხოლოდ განსაზღვრულ თემებზე დავწერ. :)

Friday, September 3, 2010

Eurovision 2010!! გაგრძელება

 ვაგრძელებ თემას ''ევროვიზია''. 
 წინა პოსტში ჩემი ფავორიტი ორი შემსრულებელი გაგაცანით. სიაში შემდეგი ისრაელის წარმომადგენელი ჰარელ სკაატია. ნახევარფინალში უკეთესად იმღერა, ვიდრე ფინალში, დეტონაციები ჰქონდა, მაგრამ მთლიანობაში მაინც კარგი გამოსვლა იყო. ყველას გირჩევთ ამ სიმღერის ინგლისური ვარიანტი მოისმინოთ. ახლა კი უშუალოდ ჰარელზე გადავიდეთ.
 დაიბადა 1981 წლის 8 აგვისტოს. 6 წლის ასაკიდან სცენაზე დგას.მისი პირველი ალბომი 2006 წელს გამოვიდა, რომელშიც 5 სიმღერა იყო შესული. შემდეგი მისი ალბომი 2008 წელს გავრცელდა. იგი სიმღერებს აასევე ასრულებს ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. ჰარელმა ახალი ალბომი 2010 წელს გამოუშვა, რომელიც ინგლისში ჩაიწერა. 2009 წელს ჰარელმა გაიმარჯვა ევროვიზიის შიდა შესარჩევ ტურში და უკვე 2010 წელს ევროვიზიაზე მისმიერ შესრულებული სიმღერა ''Milim'' მე-14 ადგილზე გავიდა.

ეს კი ამ სიმღერის ტექსტის ინგლისური ვარიანტია.

i can feel again

how it all began
but this is the end
i feel tonight
i closed my eye
a silent cry
to see you in the dim
the dim of light

with my fears
these bloody tears
our burning me inside
but i will sing you one more song
at least, i know that i have tried.

you left me only words,
and in these words i hide
a story that is heard
without you by my side
you left me only words
till they fade away
how i pray to have those words today

this empty room
the feel of gloom
just take it all-
it's all for you
our battle ends 
at break of dawn
but what is left for me
when you are gone?

you left me only words,
and in these words i hide
a story that is heard
without you by my side
you left me only words
till they fade away
how i pray to have those words today

you left me only words
and in these words i hide
empty room of stories
without you by my side
you left me only words
till they fade away
how i pray to have those words today

and i get cold as ice
when i'm reminded
of where you are tonight
gleaming in his light
i need you even though
all these words that you left me
are now for him to know

you left me only words,
and in these words i hide
a story that is heard
without you by my side
you left me only words
till they fade away
how i pray to have those words today

you left me only words
till they fade away
how i pray
to have those words today.

  შემდეგია ნორვეგიელი დიდრიკ სოლი.


  დაიბადა 1987 წლის 11 ივნისს. 15 წლის ასაკში დიდრიკი ერთერთ ბენდში უკრავდა. აქვე აღმოაჩინა რომ კარგი ხმა ჰქონდა და გადაწყვიტა ამ მიმართულებით გაეგრძელებინა სწავლა. 2009 წე;ს სპეციალურად მისთვის დაიწერა სიმღერა ''My heart is yours'', რომელი შემდეგ ევროვიზიაზე შესრულდა. 


 My heart is yours
You are like the sunset behind a mountain somewhere
And when I cannot see you I know you’re still there

Because my heart is yours, I’ll never leave you
Though we are far apart I’m by your side
My love is never gone, I feel it rise again
Through it all, now my heart is yours


You say I am the moonlight, I watch you at night
And when you cannot see me I’m still there in the sky


Because my heart is yours, I’ll never leave you
Though we are far apart I’m by your side
My love is never gone, I feel it rise again
Through it all, now my heart is yours


Because my heart is yours, I’ll never leave you
Though we are far apart I’m by your side
My love is never gone, I feel it rise again
Through it all, now my heart is yours

ეს კი დიდრიკის ოფიციალური საიტია, შეგიძლიათ ეწვიოთ.
http://www.didriksollitangen.com/




 ასევე დიდი სიამოვნებით ვუსმენ მალტის, აზერბაიჯანის, საფრანგეთის, რუსეთის, ბელარუსის და კვიპროსის შემსრულებლებს.
ეს კი მათი შესრულებული სიმღერების ტექსტებია ვიდეოებით.
http://lyricstranslations.com/eurovision-lyrics/eurovision-2010-malta-thea-garrett-my-dream


http://4lyrics.kwivia.co.uk/esc/2010/safura-drip-drop/

http://lyricstranslate.com/en/allez-ola-ole-come-everybody.html

http://lyricstranslations.com/eurovision-lyrics/eurovision-2010-russia-peter-nalitch-and-friends-lost-and-forgotten

http://lyricstranslations.com/eurovision-lyrics/eurovision-2010-belarus-32-butterflies

http://geniusbeauty.com/music/life-looks-better-in-spring-lyrics-jon-lilygreen-and-the-islanders-cyprian-eurovision-2010/

იმედი მაქვს ისიამოვნეთ :)

Thursday, September 2, 2010

Eurovision 2010

 ალბათ იტყვით, საიდან გამახსენდა ევროვიზია. რამდენიმე თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ნორვეგიაში გამართულ კონკურსზე გერმანელმა ლენა მაიერმა გაიმარჯვა. აქვე გეტყვიტ, რომ ძალიან არ მომწონს ამ გოგოს, არც ხმის ტემბრი და არც შესრულება. გაცილებით უკეთესია ჯენიფერ ბრაუნის ვერსია. ახალა, რატომ ვწერ პოსტს :) მე პირადად დიდ სიამოვნებას ვიღებ იქ შესრულებული სიმღერების მოსმენით. რა თქმა უნდა ყველასი არა. ამიტომ მინდა ჩემი ფავორიტი მომღერლების შესახებ მცირეოდენი ინფორმაცია მოგაწოდოთ.
 დავიწყებ სოფოთი. არ გეგონოთ ის მხოლოდ იმიტომ მომეწონა რომ ქართველია. ეს სიმღერა იმდენჯერ მოვისმინე, რომ დამეთვალა რეკორდს დავამყარებდი.
დაიბადა 1986 წლის 6 თებერვალს. მისი დებიუტი სცენაზე 7 წლის ასაკში შედგა. ასევე 7 წლის ასაკში მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძესთან ერთად გაახმოვა ფილმი „იავნანამ რა ჰქმნა?!“
1995 — საერთაშორისო ფესტივალის „ბროლის ნაძვის“ ლაურეატი ნომინაციაში „საუკეთესო ვოკალი''.
1996 — ქართული ფესტივალის „ლიგას“ სპეციალური პრიზი სიმღერისთვის „О тебе“; ფესტივალ „ბრავისიმო-ბრავისიმოს“ ლაურეატი, მინი-ლა სკალა (იტალია).
2004 — 2005 — მთავარი როლი მიუზიკლში „Romeo & Juliette“
2005 — ახალი ტალღის მე-2 ადგილის ლაურეატი (რუსეთის სახელით).
2010 — საქართველო წარადგინა  ევროვიზიის კონკურსზე სიმღერით „Shine“, ქულათა საერთო ჯამში მე-9 ადგილზე გავიდა.

ესეც სიმღერის ტექსტი, რომელიც მან კონკურსზე შეასრულა.


Who can ever tell the color of a soul
And the memories we keep from long ago?
Do we ever really know each other’s past?
You can’t go back to before
But tomorrow will bring even more
Like the tide’s gonna turn you will know, when it’s cold
You’re on your own but you’re never alone
Shine, shine like the stars in the sky
Wipe your dust off your love, let it shine
So when nothing’s ever really carved in stone
Remember that your heart is holding on
And when every second melts up in the past
Don’t be afraid it will end
Only fear that it never began
Like the tide’s gonna turn you will know, when it’s cold
You’re on your own but you’re never alone
Shine, shine like the stars in the sky
Wipe your dust off your love, let it shine
You can’t go back to before
But tomorrow will bring even more…
Like the tide’s gonna turn you will know, when it’s cold
You’re on your own but you’re never alone
Shine, shine like the stars in the sky
Let it shine


შემდეგი ჩემი ფავორიტი შემსრულებელი გახლავთ, ესპანელი დანიელ დიგსი.



 დაიბადა 1981 წლის 17 იანვარს. ცნობილია, როგორც მომღერალი, პიანისტი, კომპოზიტორი და მსახიობი. მონაწიეობა აქვს მიღებული ძალიან ბევრ მიუზიკლში.
  1999 — ითამაშა სპექტაკლში "Gato".
  ასევე მეორე ხარისხოვანი როლები შეასრულა სერიალებში: "Hospital Central" (2002), "Ana y los siete" (2003), "Aquí no hay quien viva" (2005) და "Agitación +IVA" (2005–2006).
 2010 წლის 18 მაის გამოვიდა მისი ალბომი, სადაც შესულია დანიელის შექმნილი სიმღერები, ასევე ორი ვერსია სიმღერის ''Algo pequeñito" და ესპანური ვერსიები სიმღერების "Just the Way You Are" (Billy Joel), "Everything" (Michael Bublé), "Angels" (Robbie Williams).

ევროვიზიაზე შესრულებული სიმღერის ტექსტს გთავაზობთ ინგლისურ ენაზე.


Something tiny, something very small
A white rose, a touch, a sweet kiss and a forgiveness
Something tiny, something very small
A tender gesture, a glance, a hug or a flower
Something tiny, something very small
A simple I love you, full of sweetness, fondness and passion,
is what I’m asking from you, my love, my life is falling apart, you’re breaking my heart
Try to change soon, there is really no more time
Something tiny,
Something very small,
Simple things, that you’re not giving to me anymore,
I’m desperately asking you for them, if you don’t want this to end
Something tiny,
Something very small,
In your hands you’re holding the chance
Today you decide whether you want me or you want to break my heart
Something tiny, something very nice
Your hair in the wind that gets entangled between my hands with heat
You used to know that small things are what makes it burn
Now try to change and other things will be arranged
Something tiny,
Something very small,
Simple things, give me now
Cause I love you madly and I always will
Something tiny,
Something very small,
In your hands you’re holding the chance
You’ve decided to love me and not to break my heart
And not break my heart
Something tiny,
Something very small,
Simple things, that you’re not giving to me anymore,
I’m desperately asking you for them, if you don’t want this to end
Something tiny,
Something very small,
In your hands you’re holding the chance
Today you decide whether you want me or you want to break my hear
t

გაგრძელება იქნება...

Wednesday, September 1, 2010

My heart is yours

  ბედნიერი ვიქებოდი, ვინმეს ჩემთვის ეს სიტყვები ეთქვა - ფიქრობდა ანა. მე კი, მე მარტოობას არ შემეძლო მენუგეშებინა. ახლა მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით მთელს ქვეყანაში. არავინ აინტერესებდა. მან დაინახა, როგორ ეხვეოდა ბიჭი გოგოს, ანამ ინატრა, ის გოგო თვითონ ყოფილიყო. მას სიყვარული სჭირდებოდა. ხშირად ოცნებობდა, წარმოგენილი ჰყავდა ოცნების პრინცი. ანამ მოიგონა პრინცის სიტყვები, რომელსაც ის ოცნებებში ეუბნებოდა. ანა ბედნიერი იყო, როცა ოცნებობდა. მეც კი, მე მარტოობას, მეცოდებოდა. You are like the sunset behind a mountain somewhere... პრინცი აგრძელებდა And when I cannot see you I know you’re still there. ანა ბედნიერი იყო. მარტოობასაც კი მინდოდა მისთვის ვიმეს ეს სიტყვები ეთქვა. ვიცოდი ანასთან დიდხანს ვერ დავრჩებოდი. მის ცხოვრებაში რაღაც უნდა შეცვლილიყო. ის თითქოს ვერ გრძნობდა დროის გასვლას. მისთვის მთავარი პრინცი იყო, მისგან ისმენდა სასურველ სიტყვებს. ანას არ უნდოდა ამ ვირტუალური სამყაროდან დაბრუნებულიყო. პრინცი კი, ახლა უკვე მღეროდა...Because my heart is yours, I’ll never leave you, though we are far apart I’m by your side. My love is never gone, I feel it rise again, through it all, now my heart is yours... ანაც მღეროდა. მსიამოვნებდა მათი სიმღერის მოსმენა, მაგრამ ვიცოდი, ეს დიდხანს არ გაგრძელდებოდა. 
You are like the moonlight, i watch you at night, and when, I cannot see you, I am still there, in the sky..
  ჩემი წინათგრძნობა გამართლდა. ანა შეხვდა ადამიანს, რომელიც შეუყვარდა და მე მარტოობას, მის ცხოვრებაში არაფერი მესაქმებოდა.
   წამოვედი და დავტოვე ანა თავის პრინცთან, ოღონდ ამჯერად რეალურ ცხოვრებაში. მეც კი ბედნიერი ვიყავი. მოგვიანებით, ქუჩებში მოსიარულეს და ახალი მსხვერპლის მაძებარს ნაცნობი ჰანგები შემომესმა. თუმცა ახლა მხოლოდ ერთი მღეროდა, პარტნიორის გარეშე. 
შემდეგ კი გავიგე, რომ ანა ამ ქვეყნად აღარ იყო...

Tuesday, August 24, 2010

2003 წელს ბარსელონას პრეზიდენტი ხუან ლაპორტა გახდა. ის მოვიდა კლუბში ახალი პროექტით და მოკლე დროში გუშემატკივრების ოცნება რეალობად აქცია. იმ ზაფხულს კლუბმა რამდენიმე ფეხბურთელი შეიძინა. სწორედ ისინი გახდნენ ბარსელონას გამარჯვებების მთავარი შემოქმედნი. ამ ფეხბურთელებს შორის იყო მხიარული ბრაზილიელი ბიჭუნა - რონალდო დე ასის მორეირა - უბრალოდ რონალდინიო გაუჩო. კლუბში გადმოსვლის წუთებიდანვე დაიპყრო ქომაგტა გულები. "დიახ, მე მოვედი აქ რათა დავდგე რომარიოს და რივალდოს გვერდით. ჩემი ოცნება იყო აქ თამაში, მაგრამ ახლა ჩემი ოცნებაა ვაქციო "ბარსა" მსოფლიოს საუკეთესო კლუბად"–განაცხადა გაუჩომ პრეზენტაციაზე, როდესაც ათასობით ბავშვი მის გამაბრუებელ ფინტებს უყურებდა. შემდეგ იყო დაუვიწყარი წუთები სანტიაგო ბერნაბეუზე. მადრიდული პუბლიკა ფეხზე ამდგარი უკრავდა ტაშს ბრაზილიელის მიერ დადგმულ სპექტაკლს.

2005 წელს რონალდინიო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ალბათ 2005-2006 წლების სეზონი საუკეთესო ოყო გაუჩოსთვის. მან ჩემპიონთა ლიგა მოიგო და კიდევ ერთხელ დაასახელა ფიფამ მსოფლიოს საუკეთესოდ.

შემდეგ კი იყო ორი საშინელი სეზონი. თითქოს გუნდი კარგად თამაშობდა, თუმცა წლის ბოლოს მაინც უტიტულოდ რჩებოდა. 2006 წლის წარუმატებელი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ რონალდინიო შეიცვალა. პრესაც აუმხედრდა. 2008 წლის ზაფხულში კი გაუჩოს ტრანსფერს მილანი გამოეხმაურა და მანაც ამ კლუბის ფორმა მოირგო. 
მართალია ძველებურად ვეღარ თამაშობს, მაგრამ მისი ბურთთან შეხება ისევ აღფრთოვანებას იწვევს ხალხში.
ახლა კი, 2010 წელს, ორ წლიანი განშორების შემდეგ რონალდინიო ნოუ კამპს უბრუნდება. ხვალ, 25 აგვისტოს ბარსელონა მილანს დაუპირისპირდება გამპერას თასისთვის ბრძოლაში.
ეს კი რონალდინიოს ღია წერილია. ამის წაკითხვის შემდეგ მე გული ნამდვილად ამიჩუყდა, თქვენი არ ვიცი :)

ეს წერილი ყველასთვისაა: ფანებისთვის, კლუბის ბოსებისთვის, მწვრთნელებისთვის, ფეხბურთელებისთვის, მეგობრებისთვის. რაც მთავარია, ამ ხალხს ერთი რამ აერთიანებს, "ბარსელონა".

"პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს ჩემი გამოსამშვიდობებელი განცხადება არ არის. როგორც ყველამ იცით, მე სახალხოდ ხშირად და დიდხანს არ ვსაუბრობ, მაგრამ მინდა ამ შემთხვევით ვისარგებლო და ყველა თქვენთაგანს დიდი მადლობა გადავუხადო იმ ყველაფრისთვის, რაც 'ბარსაში" ყოფნის 5 წლის განმავლობაში ერთად გადაგვხდა თავს. რა თქმა უნდა, ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო 5 წელიწადი გამოდა ორმაგად: პროფესიონალურად და პერსონალურადაც. მართლაც რომ ძალიან ბევრი კარგი რამის გახსენება შემიძლია იმ ხუთწლეულიდან. არ მიყვარს გამომშვიდობებები და მირჩევნია ჩავთვალო, რომ ეს არის შანსი, კიდევ ერთხელ შევხვდე ჩემს ძველ მეგობრებს და უფრო მეტიც, შევიძინო ახალი ნაცნობები. "ნოუ კამპზე" დაბრუნება ჩემითვის განსაკუთრებული რამაა. ის ყოველთვის იქნება ჩემთვის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონი. ზუსტად იქ მე შევძელი საკუთარი თავის საუკეთესოდ წარმოჩენა და ასევე, შევძელი ამით გამეხარებინა "ბლაუგრანელი" ფანები. ;უდიდესი სიყვარულით გკოცნით მთელ "ბარსას" ოჯახს, განსაკუთრებით კი სანდრო როსელს.
თქვენი რონალდინიო."

მის სამყარო 2010

   გუშინ, 23 აგვისტოს ლასვეგასში მის სამყაროს კონკურსი გაიმართა. 25 რჩეულ გოგონაში მოხვდა ქართველი ნანა გოგიჩაიშვილი, თუმცა ამას იქით საქმე აღარ წასულა. გამარჯვებული კი 22 წლის მექსიკელი ხიმენა ნავარეტი გახდა. პირველი ვიცე მისის ტიტული იამაიკელ ენდი ფილიფს ერგო, მე-2, მე-3 და მე-4 ადგილებზე შესაბამისად ავსტრალია, უკრაინა და ფილიპინები გავიდნენ. მის კონგენიალურობა ავსტრალია გახდა, მის ფოტოგენურობა და საუკეთესო ეროვნული კოსტუმი კი ტაილანდი.
   ახლა კი გთავაზობთ მის სამყარო 2010-ის ფოტოებს.









Sunday, August 22, 2010

ჩვენ ეს შევძელით!!!


ამ ფინალის წინ, ყოველთვის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი მახსენდებოდა. განმეორებითი მატჩის წინ ანალოგიური სიტუაცია იყო. წაგებული გვქონდა 3:1 და შემდეგი თამაშის იმედად ვიყავით. მაშინ ასე არ მოხდა, მოვიგეთ, მაგრამ მხოლოდ 1:0. ეს კი ფინალში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. ახლა კი სიტუაციის გამოსწორება შევძელით. ლეო მესის ჰეთთრიკი, პედროს შესანიშნავი თამაში(რამაც სევილიელების ავტო გოლი გამოიწვია) გუნდის დამაჯერებელი მოქმედებები და ისტორიაში მეცხრედ ბარსელონამ ესპანეთის სუპერ თასი აღმართა. ბედნიერი იყო როსელი, სულ რამდენიმე კვირაა პრეზიდენთია და უკვე პირველი ტიტული მოიგო გუნდმა (თუმცა ამ თასის მოგებაში მას დიდი წვლილი ნამდვილად არ მიუძღვის). კარგი დებიუტი ჰქონდა ვილიას. ამ თამაშში ნათლად გამოჩნდა თუ რამხელა ძალაა ბარსელონა. მესიმ ისე ითამაშა, თითქოს არც ეთამაშოს მსოფლიო ჩემპიონატზე. გამიხარდა, რომ დეპრესიიდან გამოვიდა. მოკლედ გუნდი დაბრუნდა და დაბრუნდა გამარჯვებული.
 25 აგვისტოს კამპ ნოუ მილანს უმასპიძლებს. რონალდინიო ბარსელონას უბრუნდება. ლაპორტას უნდოდა მისთვის გაცილება მოეწყოთ, იმედია ამას როსელი გააკეთებს. ჩემთვის მძიმე იქნება გაუჩოს ნახვა ნოუ კამპზე მილანის ფორმით, თუმცა ვიცი ოდესმე ის დაბრუნდება.
 29 აგვისტოს კი პრიმერა დივიზიონი იწყება. ეს იქნება ყველაზე დაძაბული სეზონი ჩემპიონატის არსებობის ისტორიაში.
 თუმცა მანამდე დიდი დროა. ახლა კი მინდა ამ წუთებით ვისიამოვნო. კიდევ ერთი თასი მოვიგეთ. კიდევ ერთი:> იმედია სეზონის ბოლოს კიდევ სამი ტიტულის მოგებას მოგილოცავთ. :)
ახლა კი გთავაზობთ თამაშის ამსახველ სურათებს.