http://blogroll.ge/?x=

http://blogroll.ge/?x=c98ky96s3m

Tuesday, August 24, 2010

2003 წელს ბარსელონას პრეზიდენტი ხუან ლაპორტა გახდა. ის მოვიდა კლუბში ახალი პროექტით და მოკლე დროში გუშემატკივრების ოცნება რეალობად აქცია. იმ ზაფხულს კლუბმა რამდენიმე ფეხბურთელი შეიძინა. სწორედ ისინი გახდნენ ბარსელონას გამარჯვებების მთავარი შემოქმედნი. ამ ფეხბურთელებს შორის იყო მხიარული ბრაზილიელი ბიჭუნა - რონალდო დე ასის მორეირა - უბრალოდ რონალდინიო გაუჩო. კლუბში გადმოსვლის წუთებიდანვე დაიპყრო ქომაგტა გულები. "დიახ, მე მოვედი აქ რათა დავდგე რომარიოს და რივალდოს გვერდით. ჩემი ოცნება იყო აქ თამაში, მაგრამ ახლა ჩემი ოცნებაა ვაქციო "ბარსა" მსოფლიოს საუკეთესო კლუბად"–განაცხადა გაუჩომ პრეზენტაციაზე, როდესაც ათასობით ბავშვი მის გამაბრუებელ ფინტებს უყურებდა. შემდეგ იყო დაუვიწყარი წუთები სანტიაგო ბერნაბეუზე. მადრიდული პუბლიკა ფეხზე ამდგარი უკრავდა ტაშს ბრაზილიელის მიერ დადგმულ სპექტაკლს.

2005 წელს რონალდინიო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ალბათ 2005-2006 წლების სეზონი საუკეთესო ოყო გაუჩოსთვის. მან ჩემპიონთა ლიგა მოიგო და კიდევ ერთხელ დაასახელა ფიფამ მსოფლიოს საუკეთესოდ.

შემდეგ კი იყო ორი საშინელი სეზონი. თითქოს გუნდი კარგად თამაშობდა, თუმცა წლის ბოლოს მაინც უტიტულოდ რჩებოდა. 2006 წლის წარუმატებელი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ რონალდინიო შეიცვალა. პრესაც აუმხედრდა. 2008 წლის ზაფხულში კი გაუჩოს ტრანსფერს მილანი გამოეხმაურა და მანაც ამ კლუბის ფორმა მოირგო. 
მართალია ძველებურად ვეღარ თამაშობს, მაგრამ მისი ბურთთან შეხება ისევ აღფრთოვანებას იწვევს ხალხში.
ახლა კი, 2010 წელს, ორ წლიანი განშორების შემდეგ რონალდინიო ნოუ კამპს უბრუნდება. ხვალ, 25 აგვისტოს ბარსელონა მილანს დაუპირისპირდება გამპერას თასისთვის ბრძოლაში.
ეს კი რონალდინიოს ღია წერილია. ამის წაკითხვის შემდეგ მე გული ნამდვილად ამიჩუყდა, თქვენი არ ვიცი :)

ეს წერილი ყველასთვისაა: ფანებისთვის, კლუბის ბოსებისთვის, მწვრთნელებისთვის, ფეხბურთელებისთვის, მეგობრებისთვის. რაც მთავარია, ამ ხალხს ერთი რამ აერთიანებს, "ბარსელონა".

"პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს ჩემი გამოსამშვიდობებელი განცხადება არ არის. როგორც ყველამ იცით, მე სახალხოდ ხშირად და დიდხანს არ ვსაუბრობ, მაგრამ მინდა ამ შემთხვევით ვისარგებლო და ყველა თქვენთაგანს დიდი მადლობა გადავუხადო იმ ყველაფრისთვის, რაც 'ბარსაში" ყოფნის 5 წლის განმავლობაში ერთად გადაგვხდა თავს. რა თქმა უნდა, ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო 5 წელიწადი გამოდა ორმაგად: პროფესიონალურად და პერსონალურადაც. მართლაც რომ ძალიან ბევრი კარგი რამის გახსენება შემიძლია იმ ხუთწლეულიდან. არ მიყვარს გამომშვიდობებები და მირჩევნია ჩავთვალო, რომ ეს არის შანსი, კიდევ ერთხელ შევხვდე ჩემს ძველ მეგობრებს და უფრო მეტიც, შევიძინო ახალი ნაცნობები. "ნოუ კამპზე" დაბრუნება ჩემითვის განსაკუთრებული რამაა. ის ყოველთვის იქნება ჩემთვის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონი. ზუსტად იქ მე შევძელი საკუთარი თავის საუკეთესოდ წარმოჩენა და ასევე, შევძელი ამით გამეხარებინა "ბლაუგრანელი" ფანები. ;უდიდესი სიყვარულით გკოცნით მთელ "ბარსას" ოჯახს, განსაკუთრებით კი სანდრო როსელს.
თქვენი რონალდინიო."

No comments:

Post a Comment