http://blogroll.ge/?x=

http://blogroll.ge/?x=c98ky96s3m

Sunday, August 22, 2010

ჩვენ ეს შევძელით!!!


ამ ფინალის წინ, ყოველთვის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი მახსენდებოდა. განმეორებითი მატჩის წინ ანალოგიური სიტუაცია იყო. წაგებული გვქონდა 3:1 და შემდეგი თამაშის იმედად ვიყავით. მაშინ ასე არ მოხდა, მოვიგეთ, მაგრამ მხოლოდ 1:0. ეს კი ფინალში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. ახლა კი სიტუაციის გამოსწორება შევძელით. ლეო მესის ჰეთთრიკი, პედროს შესანიშნავი თამაში(რამაც სევილიელების ავტო გოლი გამოიწვია) გუნდის დამაჯერებელი მოქმედებები და ისტორიაში მეცხრედ ბარსელონამ ესპანეთის სუპერ თასი აღმართა. ბედნიერი იყო როსელი, სულ რამდენიმე კვირაა პრეზიდენთია და უკვე პირველი ტიტული მოიგო გუნდმა (თუმცა ამ თასის მოგებაში მას დიდი წვლილი ნამდვილად არ მიუძღვის). კარგი დებიუტი ჰქონდა ვილიას. ამ თამაშში ნათლად გამოჩნდა თუ რამხელა ძალაა ბარსელონა. მესიმ ისე ითამაშა, თითქოს არც ეთამაშოს მსოფლიო ჩემპიონატზე. გამიხარდა, რომ დეპრესიიდან გამოვიდა. მოკლედ გუნდი დაბრუნდა და დაბრუნდა გამარჯვებული.
 25 აგვისტოს კამპ ნოუ მილანს უმასპიძლებს. რონალდინიო ბარსელონას უბრუნდება. ლაპორტას უნდოდა მისთვის გაცილება მოეწყოთ, იმედია ამას როსელი გააკეთებს. ჩემთვის მძიმე იქნება გაუჩოს ნახვა ნოუ კამპზე მილანის ფორმით, თუმცა ვიცი ოდესმე ის დაბრუნდება.
 29 აგვისტოს კი პრიმერა დივიზიონი იწყება. ეს იქნება ყველაზე დაძაბული სეზონი ჩემპიონატის არსებობის ისტორიაში.
 თუმცა მანამდე დიდი დროა. ახლა კი მინდა ამ წუთებით ვისიამოვნო. კიდევ ერთი თასი მოვიგეთ. კიდევ ერთი:> იმედია სეზონის ბოლოს კიდევ სამი ტიტულის მოგებას მოგილოცავთ. :)
ახლა კი გთავაზობთ თამაშის ამსახველ სურათებს.

1 comment:

  1. ჰოჰ.. :))

    ბარსა, ბარსაა... :)))

    ReplyDelete