http://blogroll.ge/?x=

http://blogroll.ge/?x=c98ky96s3m

Wednesday, September 1, 2010

My heart is yours

  ბედნიერი ვიქებოდი, ვინმეს ჩემთვის ეს სიტყვები ეთქვა - ფიქრობდა ანა. მე კი, მე მარტოობას არ შემეძლო მენუგეშებინა. ახლა მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით მთელს ქვეყანაში. არავინ აინტერესებდა. მან დაინახა, როგორ ეხვეოდა ბიჭი გოგოს, ანამ ინატრა, ის გოგო თვითონ ყოფილიყო. მას სიყვარული სჭირდებოდა. ხშირად ოცნებობდა, წარმოგენილი ჰყავდა ოცნების პრინცი. ანამ მოიგონა პრინცის სიტყვები, რომელსაც ის ოცნებებში ეუბნებოდა. ანა ბედნიერი იყო, როცა ოცნებობდა. მეც კი, მე მარტოობას, მეცოდებოდა. You are like the sunset behind a mountain somewhere... პრინცი აგრძელებდა And when I cannot see you I know you’re still there. ანა ბედნიერი იყო. მარტოობასაც კი მინდოდა მისთვის ვიმეს ეს სიტყვები ეთქვა. ვიცოდი ანასთან დიდხანს ვერ დავრჩებოდი. მის ცხოვრებაში რაღაც უნდა შეცვლილიყო. ის თითქოს ვერ გრძნობდა დროის გასვლას. მისთვის მთავარი პრინცი იყო, მისგან ისმენდა სასურველ სიტყვებს. ანას არ უნდოდა ამ ვირტუალური სამყაროდან დაბრუნებულიყო. პრინცი კი, ახლა უკვე მღეროდა...Because my heart is yours, I’ll never leave you, though we are far apart I’m by your side. My love is never gone, I feel it rise again, through it all, now my heart is yours... ანაც მღეროდა. მსიამოვნებდა მათი სიმღერის მოსმენა, მაგრამ ვიცოდი, ეს დიდხანს არ გაგრძელდებოდა. 
You are like the moonlight, i watch you at night, and when, I cannot see you, I am still there, in the sky..
  ჩემი წინათგრძნობა გამართლდა. ანა შეხვდა ადამიანს, რომელიც შეუყვარდა და მე მარტოობას, მის ცხოვრებაში არაფერი მესაქმებოდა.
   წამოვედი და დავტოვე ანა თავის პრინცთან, ოღონდ ამჯერად რეალურ ცხოვრებაში. მეც კი ბედნიერი ვიყავი. მოგვიანებით, ქუჩებში მოსიარულეს და ახალი მსხვერპლის მაძებარს ნაცნობი ჰანგები შემომესმა. თუმცა ახლა მხოლოდ ერთი მღეროდა, პარტნიორის გარეშე. 
შემდეგ კი გავიგე, რომ ანა ამ ქვეყნად აღარ იყო...

No comments:

Post a Comment