http://blogroll.ge/?x=

http://blogroll.ge/?x=c98ky96s3m

Saturday, September 4, 2010

ვინ ''განაგებს'' ბლოგსფეროს, ანუ თვითმარქვია ბლოგერები

  არ ვიცი ამ პოსტს ბევრი ბლოგერი წაიკითხავს თუ არა, მაგრან ეს დიდად არ მაინტერესებს. blogroll-ზე დარეგისტრირების დღიდან მაწუხებს კითხვა: ნაცნობობით იწერება აქ შეფასებები, თუ ვინმე სერიოზულად კითხულობს და ობიექტურად აფასებს ნაწერებს? ალბათ ამ კითხვაზე პასუხი ბევრს არ ექნება და თუ ვინმემ იცით, კომენტარებში დაწერეთ. კიდევ ერთი, მაინტერესებს რატომ ეკიდებით ახალ ბლოგერებს აგდებულად? რატომ თრგუნავთ მათ, თითქოს ისინი მხოლოდ იმიტომ წერენ პოსტებს, რომ ბლოგერობა მოდაშია. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ახალი ვარ და ჩემი ბლოგი მოდის გამო არ შემიქმნია. ყველას აქვს უფლება საკუთარი აზრი გამოთქვას და მათ დაბლოკვას ნუ შეეცდებით. ბლოგსფერო თქვენთვის არავის გადმოუცია სამართავად (ყველა ნუ მიიღებთ საკუთარ თავზე). ასე რომ მორჩით ზე აზრების ფრქვევას.

P.S. ბოდიშს ვუხდი ამ პოსტისთვის ყველას, ვისაც ეს არ ეხება. გული შემტკივა ყველაზე და გირჩევთ საკუთარ თავთან იყოთ მართლები. ეს თქვენს ბლოგზეც აისახება.

P.S.S აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩემი ბლოგი ასეთი არეული აღარ იქნება და მხოლოდ განსაზღვრულ თემებზე დავწერ. :)

11 comments:

  1. :D არ ვიცი რატომ გგონია რომ ვინმე რამეს განაგებს. მითუმეტეს ბლოგროლზე. ადმინისტრაციას ბოდიშიდა ფეხებზე კიდია იქაურობა. ხო და კიდევ ბლოგროლის ლინკი ბლოგროლში უნდა დაამატო ის რაც სათაურის ქვეშ გიწერია.

    პ.ს. არის ერთი ბლოგერი რომელიც ქართველი ბლოგერების დედოფლობას იბრალებს, მაგრამ ნუ მიაქცევ ყურადღებას იბუნჩულოს თავისთვის. :)

    ReplyDelete
  2. ყველა რაღაც მიზეზის გამო წერს. ჩემ შემთხვევაში ბლოგი თითქმის მარტო საკუთარი მესთვისა არის . ვწერ ჩემთვის რაც ჩემს ბლოგსზეც ჩანს )
    თითქმის ამ თემას მიეძღვნა ჩემი დღევანდელი პოსტი.
    წარმატებები ;)

    ReplyDelete
  3. მართლა არ ვიცი რახდება ბლოგოსფეროში..ჯერ მეც ახალი ვარ..ვცდილობ გავეცნო ახალ პოსტებს,პირველ რიგში სათაურს ვაკვირდები და თუ მაინტერესებს ვკითხულობ და შესაბამისად ვაფასებ:)

    ReplyDelete
  4. რომ გითხრა შენს კითხვაზე პასუხი ვიცი მეთქი, ნამდვილად მოგატყუებ. მაგრამ ნამდვილად სამართლიანი და დროული პოსტია, მეც ახალი ვარ და შემაწუხა უკვე ზეაზრებმა (როგორც შენ ამბობ :-D).
    Gigoli-ს პ.ს.-ი მომეწონა და ვეთანხმები კიდე ;-)
    ხო მართლა, კინაღამ დამავიწყდა _ სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე სერიოზულად ვკითხულობ და ასევე ვაფასებ პოსტებს. ხოდა, შენი პოსტი მომწონს და ასევე შევაფასებ ;-)

    ReplyDelete
  5. ეგრე მეც ახალი ვარ მარა კაის გარდა რამე თუ მახსოვდეს :D პირიქით ყველა დადებითად არის განწყობილი...

    ბლოგროლი კიდე ყველას კიდია ლოლ... მანდ ვინ რას უნდა განაგებდეს!

    ReplyDelete
  6. შენ შენთვის წერე და ყველა სხვა დაიკიდე. ბლოგროლზე თითქმის აღარც შევდივარ. დღეს შემთხვევით შევიჭყიტე და აღმოგაჩინე. წარმატებები. ;)

    ReplyDelete
  7. dzalian cudi situaciaa mag mxriv, mesmis am adamianis, ragac eseti postis daweris survili mec gamichnda adre, magram iset adamianebtan vinc tavs magla marto imitom ayenebs rom blogi vinmeze 2wlit adre gaaketa laparaksac ar aqvs azri :P shevtanxmdet rom yvea damwyebi blogeri mas badzavs :D :D

    ReplyDelete
  8. madlobas gixdit, rom chemi azri gaiziaret :) warmatebebs gisurvebt da imedia shemoixedavt xolme blogze :D

    ReplyDelete
  9. me mtlad axalic ara var magram mec gavige sheni cuxili... blogspotze viyavi. magram shemdeg wqordpressze gadavedi.. da @Yviteliwyalqveshanavi
    mec zustad chemtvis vwer.. imtio ro miyvars wera. da danarcheni vin waikitxavs vis ar moewoneba sul ar mainteresebs imito ro me momwons!

    ReplyDelete
  10. proenomen გაიხარე, მეც ჩემთვის ვწერ და მეც სულ არ მაინტრესებს ვის მოეწონება და ვის არა. მაგრამ ჟურნალისტური სული (:–D) არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ უსამართლობა ფეხებზე დავიკიდო...

    ReplyDelete